მესხიშვილის თეატრი თებერვლის თვის აფიშას აქვეყნებს. მომავალ თვეში მაყურებელი

14 განსხვავებულ სპექტაკლს იხილავს. იგეგმება პრემიერაც. “გადაუღებლად წვიმს 13.06…”- სპექტაკლის რეჟისორი ლილი ბურბუთაშვილია. მასში მონაწილეობას მსახიობები ენდი ძიძავა, დათო როინიშვილი და ზაზა კილასონია იღებენ. სპექტაკლი მაკა კუკულავას პრემირებული პიესის მიხედვით დაიდგა.

ფოტო: მესხიშვილის თეატრი
