მესხიშვილის თეატრი პრემიერისათვის ემზადება. მაყურებელი სპექტაკლს “გადაუღებლად
წვიმს 13.06…” იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი ლილი ბურბუთაშვილია. მასში მონაწილეობას მსახიობები ენდი ძიძავა, დათო როინიშვილი და ზაზა კილასონია იღებენ. სპექტაკლი მაკა კუკულავას პრემირებული პიესის მიხედვით დაიდგა. რეჟისორმა სპექტაკლს კიდევ ერთი მსახიობი დაამატა.
“ქუთაისში 30 წლის წინ დავდგი დათო ტურაშვილის პირველი პიესა “და ერთ მშვენიერ დღეს”. პიესა ცოლ-ქმარზეა, რომლებიც იყრებიან და დაცლილი ბინის გაყიდვას აპირებენ. მაყურებლისთვის მთავარი მესიჯია, რომ ანალოგიური ამბები თითქმის ყველა ოჯახში ხდება და მანამ გავეყრებით, დავფიქრდეთ. რატომღაც მგონია, რომ მაყურებელი ამ სპექტაკლს გულთან ახლოს მიიტანს,”-ამბობს რეჟისორი ლილი ბურბუთაშვილი.
სპექტაკლის მხატვარი ნინო ჩიტაიშვილია.
პრემიერა 6, 7 და 9 თებერვალს, 19:00 საათზე მოეწყობა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე