ქუთაისში ალტერნატიული თეატრი ,,თავისუფალი პლატფორმა” გაიხსნა. სამხატვრო ხელმძღვანელია
ლევან ქობლიანიძე. მისი თქმით, სივრცე ყველა ხელოვანი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
,,ბევრი ვიფიქრეთ და დავარქვით “თავისუფალი პლატფორმა”. ეს ყველასთვის გახსნილი სივრცეა. თეატრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ის, რომ ახალგაზრდა შემოქმედი ხალხი, რომლებიც ტოვებენ ქუთაისს, მაქსიმალურად დაამაგროს ქუთაისში. აქ განვითარებისა და თავიანთი შემოქმედებითი პროცესების წარმართვის საშუალება მისცეს.”- განაცხადა სამხატვრო ხელმძღვანელია ლევან ქობლიანიძემ.
,,ალტერნატიური სივრცე” პრემიერით გაისხნა. მაყურებელმა რეჟისორ გიორგი კაშიას ,,ბოლო სამუშაო დღე” იხილა.
შენობა, სადაც ალტერნატიული თეატრი გაისხნა რემონტს საჭიროებს. გახსნისთვის სივრცე საკუთარი სახსრებით, რამდენიმე მეგობარმა მოამზადა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარეობს სარემონტო თანხების მოძიება.