კულტურა
ქუთაისში საშობაო მსვლელობა მოეწყო
ქუთაისში საშობაო მსვლელობა მოეწყო. "ალილოს" მონაწილეები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ და საშობაო ნობათი ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში შეაგროვეს. მსვლელობაში მონაწილეობა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "ნაი-ნაიმ" მიიღო, რომელთაც საშობაო სიმღერები შეასრულეს.

"არაერთი დღესასწაულია, რომლებიც ბავშვებს ეძღვნება. ეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე იქნება თუ მირქმა. მათ შორის ყველაზე დიდი დღესასწაულია შობა. ბავშვებმა უნდა დაინახონ, რომ უფალი ჩვილი ბავშვივით მოვიდა ამ ქვეყანაზე და აქ აღიზარდა. მისი სიდიდე და სიდიადე შემდეგ გაცხადდა. დიდობის მაგალითი და ეტალონი უფალია. ის არის სიყვარული, სიკეთე და ერთობა,"-განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა.

მსვლელობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და იმერეთის გუბერნატორიც შეუერთდნენ. მათ მოქალაქეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

"შობის დღესასწაულს ვულოცავ იმერეთსა და მთელ საქართველოს. მისი აღნიშვნა ჯერ კიდევ გუშინ დავიწყეთ და დღეს ტრადიციული მსვლელობა ეწყობა,"-განაცხადა იმერეთის გუნერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ.

მსვლელობისას შეგროვებული ნუგბარი სოციალურად დაუცველ ოჯახებს, "დღის ცენტრებსა" და წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარს გადაეცემა.


"ალილო" იმერეთის მუნიციპალიტეტებშიც გაიმართა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა 2020 წლის მაისში იგეგმება. ამის
შესახებ
13:39 / 16.01.2020
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა 2020 წლის მაისში იგეგმება. ამის შესახებ
განახლებული ქუთაისის თოჯინების თეატრი ოფიციალურად 18 იანვარს
გაიხსნება.
14:44 / 15.01.2020
განახლებული ქუთაისის თოჯინების თეატრი ოფიციალურად 18 იანვარს გაიხსნება.
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი
მთავარი სიმბოლოს,
12:58 / 14.01.2020
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს,
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. ამ დღეს იმერეთის სახელმწიფო
12:38 / 14.01.2020
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. ამ დღეს იმერეთის სახელმწიფო
ქართული პროფესიული თეატრი დააარსა  პოეტმა და დრამატურგმა
გიორგი ერისთავმა. პირველი წარმოდგენა
12:31 / 14.01.2020
ქართული პროფესიული თეატრი დააარსა  პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა. პირველი წარმოდგენა
«« იანვარი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი -3 - 4 °C
img
ქუთაისი -1 - 12 °C
img
ბათუმი 4 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
"დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ"-წულაია მერიის ხარჯებზე
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის
13:16 / 10.01.2020
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019