ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრსა და მესხიშვილის თეატრს შორის
მემორანდუმი გაფორმდა. ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნა, რომ უდიდესი ტრადიციების მქონე ქართული თეატრის შენარჩუნება და მისი განვითარების ხელშეწყობა, თითოეული ქართველის პასუხისმგებლობაა.
,,იმედი მაქვს, რომ მომავალში თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და მრავალ წარმატებულ პროექტს ჩავუყრით საფუძველს. უდიდესი ტრადიციების მქონე ქართული თეატრის შენარჩუნება და მისი განვითარების ხელშეწყობა, თითოეული ქართველის პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კონტინენტსა თუ ქვეყანაში ცხოვრობს, შესაბამისად, ჩვენ ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველები მზად ვართ ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში.
ქართული თეატრი არის ის მნიშვნელოვანი ღირებულება, რომლის საშუალებითაც უნდა მოვახერხოთ კულტურათაშორის დიალოგი, ქართული კულტურის ინტეგრაცია ევროპულ კულტურასთან და ქვეყნის ევროპული კურსის დეკლარირება ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან.”- ამბობს თიკა სვანიძე-ვენკო.