ჭიათურასა და ზესტაფონში ხატვის კონკურსი, სახელწოდებით “ჩემი ჭიათურა (ზესტაფონი)
წელიწადის ყველა დროს” გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა ორივე რეგიონის სხვადასხვა სკოლის მე-6 და მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა მიიღეს. ჟიურიმ 13 საუკეთესო ნახატის ავტორი გამოავლინა.
70 კონკურსანტს შორის კომპეტენტურმა ჟიურიმ 6 საუკეთესო ნახატის ავტორი ჭიათურაში, ხოლო ზესტაფონში 7 ავტორი გამოავლინა.
ორივე რეგიონში გამარჯვებული მოზარდების ნამუშევრები “ჯორჯიან მანგანეზის” 2020 წლის კალენდარზე იქნება წარმოდგენილი.
,,ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, 25 დეკემბრამდე “ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში” ჭიათურის და ზესტაფონის რეგიონებიდან გამარჯვებული მოზარდის ნახატების გამოფენა მოეწყობა. “მხატვართა კავშირის” წევრები მათგან ერთ საუკეთესოს გამოავლენენ. საუკეთესო ნახატის ავტორი კი საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრება.