აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის, ,,სიმონეთი და მისი ერთი
ნიჭით დაჯილდოვებული ოჯახი” წარგდენა გაიმართა.
წიგნის ავტორები არიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა(გიორგი) სათიძე და ისტორიის დოქტორი, პროფესორი გოჩა სათიძე.
,,ჩვენ ყველანი ფესვებიდან მოვდივართ. მე და მამაჩემი ამ სოფლიდან მოვდივართ. აქაა ჩვენი ფესვები. გადავწყვიტეთ, რომ წიგნი მიგვეძღვნა. სოფლების ისტორია არაა ჩვენთან კარგად შესწავლილი. ეს არის ძალიან დიდი და ისტორიული სოფელი.”- ამბობს წიგნის ერთ-ერთი ავტორი გოჩა საითიძე.
ნაშრომში წარმოდგენილია სოფელ სიმონეთის ისტორია და ის მცხოვრები ცნობილი ქართველი პატრიოტების მოღვაწეობა. განხილულია სოფლის სახელწოდებასთან და ადმინისტრაციულ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები და ციტირებულია ვახუშტი ბაგრატიონის, სულხან-საბა ორბელიანის, იოჰან ანტონ გიულდენშტედტისა და ჟან-ფრანსუა გამბას აღწერები სოფლის შესახებ.