ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი, ევროპის სხვადასხვა თეატრებში მოღვაწე
ტენორი ირაკლი კახიძე ქუთაისში იმღერებს. მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა “ტრავიატას” მორიგი წარმოდგენა გაიმართება.
ირაკლი კახიძე სპექტაკლში ალფრედის პატრიას შეასრულებს. მასთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: მარიკა მაჩიტიძე (ვიოლეტა), ბაკურ კვირიკაშვილი (ჟერმონი), ფერიდე ჯინჯიხაძე (ფლორა), იაგო ბუხრიკიძე (გასტონი),მარიეტა მაჩალაძე (ანინა),კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი),ემილ ჩარგაზია (მარკიზი), გიორგი ხაჭაპურიძე (ექიმი), თეატრის გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი.
დირიჟორი – ლევან ჯაგაევი.
კონცერტმაისტერები: მედეა კობახიძე, ცისანა კაიშაური, ნათია მაისურაძე, მეგი ჭანტურია. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ირინე ლომინაძე.
სპექტაკლი 11 დეკემბერს, 18:00 საათზე გაიმართება.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 48-ე სეზონი “ტრავიატას” პრემიერით გაიხსნა. მისი დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.