ევროპული თეატრების კონვენციის ასამბლეამ
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრების კონვენციის წევრად ერთხმად მიიღო.
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე ამსტერდამში, ევროპული თეატრების კონვენციის გენერალურ ასამბლეაზე გუშინ გაემგზავრა. გადაწყვეტილება კენჭისყრის მეშვეობით მიიღეს.
“ეს არის ევროპულ ასპარეზზე პირდაპირი გასვლა, რაც მოიცავს კონვენციაში შემავალ თეატრებთან ურთიერთობას, გასვლით გასტროლებს, საერთაშორისო ფესტივალებზე მიწვევასა და ევროპის თეატრალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობას. თეატრისა და ქალაქის ცნობადობა გაიზრდება. ჩვენ ვართ მზად და ყველა პარამეტრს ვაკმაყოფილებთ. ეს არის შედეგი იმ აქტიურობის, რომელსაც 2 წლის განმავლობაში მესხიშვილის თეატრი საერთაშორისო ასპარეზზე იჩენდა. ასამბლეაში გაწევრიანების მოწვევა მათგან მოგვივიდა,”-განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ.
ფოტო: მესხიშვილის თეატრი