ქუთაისელი რეჟისორის მიშა ჩარკვიანის სპექტაკლი

“ჰეკაბე” თეატრალური პრემია “დურუჯის” გამარჯვებული გახდა. ნამუშევარმა პრემია საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში მოიპოვა.

“ჰეკაბე” ასევე წარდგენილი იყო კატეგორიებში: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – “ახალი ხედვა” და საუკეთესო მუსიკა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართა.

წელს ჟიური 7 წევრისგან შედგება და სხვადასხვა გამოცდილების მკვლევარს, კრიტიკოსსა და სტუდენტს აერთიანებს.

“დურუჯი” საქველმოქმედო ფონდ “ცისკარის” მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა.

ფოტო: მესხიშვილის თეატრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *