საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ქუთაისის ოპერის თეატრში მორიგი სპექტაკლი გაიმართება.
ოპერის მოყვარულები ოთარ თაქთაქიშვილის ,,პირველ სიყვარულს” იხილავენ. ორ მოქმედებიანი კომიკური ოპერა ქუთაისის ოპერის თეატრში 1991 წელს დაიდგა (დამდგმელი დირიჟორი – მალხაზ კობახიძე, დამდგმელი რეჟისორი – ლერი პაქსაშვილი, დამდგმელი მხატვარი – თემურ არსენიძე, დამდგმელი ოქრეოგრაფი – ასლან იუსუპოვი).
,,პირველი სიყვარული” 2016 წელს განახლდა შემოქმედებითი ჯგუფის მიერ: დირიჟორი-რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი – მაია გაჩეჩილაძე, მხატვარი – თემურ არსენიძე, ქორეოგრაფი – ვახტანგ უშვერიძე, მთავარი ქრომაისტერი – ნათია გოგუაძე.
,,ეს სპექტაკლი რამდენიმე წლის წინ აღვადგინეთ. სიახლე ახლა ის არის, რომ ჩვენი სოლისტი, ჟანეტა მაჩალაძე შეასრულებს მარგალიტას როლს. ამ პარტიას პირველად იმღერებს. მიხარია, რომ მხოლოდ ქუთაისში გადის ეს სპექტაკლი. დიდი ხანია არსად დადგმულა და ჩვენ ალბათ ამითაც გამოვირჩევით. ჩვენთან ეროვნული რეპერტუარი ძალიან პრიორიტეტულია. ,,პირველი სიყვარული” – სათაური შეიძლება აბნევს ვინმეს, მაგრამ ეს რეზო გაბრიაძის ლიბრეტოს მიხედვითაა და მას ჩვენ ვიცნობთ ფილმით ,,შერეკილები”. ძალიან სახასიათო და ძალიან ლამაზი ოპერაა”.- განაცხადა ქუთაისის ოპერის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.
სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: მარგალიტა – ჟანეტა მაჩალაძე, ტრიფონია – ემილ ჩარგაზია, ერთაოზი – რამაზ კუბლაშვილი, ხუტა – კალისტრატე ხარჩილავა, ნოშრევანი – იაგო ბუხრიკიძე, იტალიელი ნეგოციანტი – მიხეილ ქებაძე, ტელეგრაფისტი – მარიეტა მაჩალაძე, ქრისტეფორე – ლაშა თითბერიძე, თამუნია – ანა ჩიქვილაძე, თეატრის გუნდი და ორკესტრი.
კონცერტმაისტერები: მედეა კობახიძე, ცისანა კაიშაური, ნათია მაისურაძე, მეგი ჭანტურია. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ირინე ლომინაძე.
სპექტაკლი ,,პირველი სიყვარული” 21 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.