მესხიშვილის თეატრს თავისუფალი თეატრი ესტუმრება.
დასი სპექტაკლს “2030-დასაკარგი არაფერი გვაქვს” გამართავს. კომედიური ანტიუტოპიის რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილია.
“2030 წელი: ქვეყანაში იწყება ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა ევროკავშირიდან გამოსვლის მოთხოვნით. მოძრაობას სათავეში ქვეყნის პრეზიდენტი უდგას,”-ნათქვამია სპექტაკლის აღწერაში.
მესხიშვილის თეატრში სპექტაკლი 3 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე