ზეტაფონში, დაბა შორაპანში N 41 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.
ბაღი 100 წლისაა და რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. შენობის კეთილმოწყობისთვის 86 751 ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით შპს ” ბა – ნი” აწარმოებდა.
ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა შენობის კარ – ფანჯრები, განახლდა იატაკი და ჭერი, მოეწყო ახალი ელექტრო გაყვანილობის სისტემა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა. კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას, მაქსიმალურად იქნა შენარჩუნებული შენობის ძველი ფასადი.
“შორაპნის ბაღის შენობა ისტორიული მნიშვნელობისაა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას 2 წელიწადში დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, შენობის სრული რეაბილიტაცია ფაქტიურად არ განხორციელებულა. მინდა მივულოცო აღსაზრდელებს, პედაგოგებს, მათ მშობლებს და ყველა შორაპნელს”, – განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.