ჭიათურაში ქალაქის ტრადიციული დღესასწაული “ჭიათურობა” 2019″ აღინიშნა.
დღესასწაულზე ტრადიციულად საპატიო მოქალაქეები და წარმატებული ჭიათურელები დააჯილდოვეს.
წელს წარმატებული ჭიათურელების ჯილდო საერთაშორისო კონკურსების ლაურეატ სანდრო გეგეჭკორს, 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, მარნეულის მეორე საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელს გიორგი ჭაუჭიძე, ევროპის ჩემპიონს კრივში დავით ჯაფარიძეს და ახლაგაზრდებს შორის სამბოში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანს დიმიტრი ხუციშვილს გადასცეს.