ქუთაისში მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი ანტონელო პალომბი დღეს,
6 ნოემბერს, ჩამოვა. ის, 9 ნომებრს, ქუთაისში დადგემილ მასშტაბურ საქველმოქმედო კონცერტში მიიღებს მონაწიელობას.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე დახვდება.
საერთაშორისო კლასის მომღერალს ანტონელო პალომბის ნამღერი აქვს ევროპის, ამერიკის და სხვადასხვა ქვეყნების თეატრებში, გამოირჩევა ძლიერი ხმით, არტისტიზმით.
აღსანიშნავია, რომ 20 წლის ასაკში ანტონელო პალომბო კარაბინიერი იყო, გადარჩენილი ჰყავს რამდენიმე ბავშვი, რის გამოც დააჯილდოვეს.
საქველმოქმედო კონცერტში მასთან ერთად ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი მიირებენ. მათ ქუთაისში 7 ნოემბერს ელოდებიან.
გალა-კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, მევილონიე ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.
საქველმოქმედო კონცერტი მსოფლიო ვარსკვალებს მონაწილეობით ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეტრში გაიმართება.
ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებბს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 5 წლის წინ შეიქმნა. ქართველი ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებში ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოში აღიარებულმა არაერთმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა.