ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
საოპერო ვარსკვლავები ესტუმრებიან. ქართველი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე და მისი მეგორები იმერელი ბავშვების დასახმარებლად იმღერებენ.
,, ,,მსოფლიო ვარსკვლავები ძალიან გახარებულები და დაინტერესებულები არიან იმ ფაქტით, რომ ისინი მოდიან საქართველოში. ძალიან საინტერესო ფრაზა მითხრა ჩემმა კოლეგამ , რომელიც ასევე 9 ნოემბერს შემოგვიერთდება, რომ ჩვენ განსაკუთრებულად მარალი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ ამ დღეს იმიტომ, რომ ყველამ უნდა ნახოს ქველმოქმედება არ ნიშნავს იმას, რომ ხარისხზე არ იმოქმედოს. ეს კიდევ უფრო მაღლი ხარისხი უნდა იყოს. მინდა მადლობა ვუთხრა იმერეთის გუბერნიას მხარდაჭერისთვის, ასევე ქუთაისის ოპერის თეატრს, სამხატვრო ხელმძღვანელს ირინე ლომინაძეს და მთავარ დირიჟორს, რევაზ ჯავახიშვილს. “- განაცხადა ნინო სურგულაძემ.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ქუთაისს ტენორი ანტონელო პალომბი, მეცო სპორანო ვესელინა კასაროვა, ბარიტონი ჯოვანი მეონი , დირიჟორი და კომპოზიტორი მორის ლუტიკუსი ესტუმრებიან. ასევე ქუთაისში დაუკრავს მევილონიე ანა ჭანია. ნინო სურგულაძის თქმით, გარდა ამისა კონცერტზე მისულებს საინტერესო სიურპრიზები ელოდებათ.
საქველმოქმედო კონცერტი მსოფლიო ვარსკვალებს მონაწილეობით 9 ნომებერს ლადო ესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეტრში გაიმართება. ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 5 წლის წინ შეიქმნა. ქართველი ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებში ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოში აღიარებულმა არაერთმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა.