ქუთაისში, სარაჯიშვილის №49-ში ქართველი რეჟისორის გიგა
ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას რეჟისორის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
“ეს დღე ჩემთვის ძალიან ტკივილიანი და ამავე დროს ძალიან სასიხარულოა. მეამაყება, ამ ქალაქშიც ხდება ეს. მისი დედისეული სახლია და აქ იზრდებოდა,”-განაცხადა რეჟისორის მეუღლემ, ქეთევან კიკნაძემ.
გიგა ლორთქიფანიძე 1954-1956 წლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. მის სახელს უკავშირდება ქუთაისის თეატრის ბევრი წარმატება.