ქუთაისში ცნობილი ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნება.
მემორიალური დაფა ქუთაისში სარაჯიშვილის №54-ში განთავსდება , სადაც ცნობილ ხელოვანს ბავშვობის წლები აქვს გატარებული.
რეჟისორის მემორიალური დაფა ა(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ფილიალის – რეზო ჩხეიძის შემოქმედებით სახლ ” ჯარისკაცის მამის” ორგანიზებით გაიხსნება.
გიგა ლორთქიფანიძე 1954-1956 წლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი იყო.
რეჟისორი 2013 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.