ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე მოსკოვის თეატრის,,ნიკიტკის კარიბჭესთან”გაიმართა.
თეატრის წინ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათი თქმით, სირცხვილია, როცა ქუთაისი მოსკოვის თეატრს მასპინძლობს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მცოცავი ანექსია გრძელდება.
,,სამოქალაქო აქტივისტები შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მოსკოვის თეატრი ჩამოვიდა იმ ქვეყანში, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ახლა, როდესაც თქვნ გესაუბრებით, ატოცში მავთულხლართებს აბამენ. ოკუპაციას გარძელებენ. ამ დროს კი მოსკოვის თეატრის წამრომადგენლები მართავენ სპექტაკლს ქუთაისში. ეს არის უმსგავსო საქციელი. ველოდებით მესხიშვილისა და მოსკოვის თეატრის წარმომადგენლებისაგნ ბოდიშის მოხდას. ჩვენ ვუჩვენებთ წითელ ბარათს როგორც მესხიშვილის, ისე მოსკოვის თეატრს”.- განაცხადა ანტისაოკუპოაციო მოძრაობის წარმომადგენელმა ნიკა დეისაძემ.
,,მაშინ, როდესაც ატოცში ოკუპანტები იტაცებენ ქართულ მიწებს და მაშინ, როდესაც რუსები იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს და ახორციელებენ ოკუპაციას აქ, ქუთაისში მოსკოვის თეატრის სპექტაკლის გამართვა სირცხვილია. პოლიტიკა და კულტურა რომ არის გამიჯნული არის არარსებული თემა. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სადაც მათი ქვეყანა ოკუპაციას ახორციელებს, ვერ ექნებათ ტაში და ოვაცია”- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატმა ქუთაისში გიგა შუშანიამ.
როგორც თეატრში განაცხადეს, რუსული დასის სპექტაკლი საპროტესტო ბარათების ფონზე ჩაივლიდა. აქციის მონაწილეების თქმით, ადმინისტრაციამ ორგანიზატორებს გამოართვა წითელი ბარათები, რასაც სპექტაკლის დროს გააკრავდნენ.
ჩაიარა თუ არა სპექტაკლმა წითელი ბარათების ფონზე უცნობია, რადგან ჟურნალისტებს სცენის შიდა სივრცის გადაღების უფლება არ მისცეს. როგორც განმარტეს, გადაღების სურვილი თავად რუსული დასის წევრებს არ ჰქონდათ.
არსებული ინფორმაციით, სპექტაკლზე დასწრება მოსაწვევებით იყო შესაძლებელი. დასმა დღეს ,,კესანე (ჩემი შვილიშვილი ვენიამინი)” წარადგინა.
ხვალ, 20 ოქტომბერს კი “ჩვენი ეზოს სიმღერები” უნდა აჩვენონ.