“ნიკალას მიმალვა”- ქუთაისში გამოფენა გაიმართება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს ინფორმაიით, “ნიკალას მიმალვა” დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის კოლექციის ინოვაციური წაკითხვა – პროექტია, რომელიც გულისხმობს ქუთაისში გამოფენის გამართვას გულისხმობს.
,,პროექტი “ნიკალას მიმალვა” ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც განსხვავებული იქნება ტრადიციული საგამოფენო საქმიანობისგან და მოიაზრებს ახალი, ინოვაციური მიდგომების გამოყენებას გალერეაში დაცულ ექსპონატებთან და ზოგადად კოლექციასთან მიმართებაში.
პროექტის ინოვაციურობა სათაურიდანაც თვალნათელია, რომელიც გულისხმობს გალერეაში დაცული მთავარი ექსპონატის – ფიროსმანის ტილოს ერთვარ “მიმალვას”, რაც გამოიხატება საფრანგეთში, ქალაქ არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში მხატვრის “სტუმრობით”. როგორც მოგეხსენებათ, ფიროსმანის ნამუშევრები ამჟამად ვან გოგის ფონდშია გამოფენილი.
გამოფენის ფაქტიურ ინვეტნარს წარმოადგენს არა მხოლოდ საცავებში დაცული კოლექცია, არამედ თვით საცავიც, თავისი აქსესუარებით, დოკუმენტაციით და ტექნიკით. გამოფენის მომზადების პერიოდში გალერეა და საცავი შემოქმედებით ლაბორატორიად გადაიქცევა, სადაც ახალი, მოულოდნელი ურთიერთდამოკიდებულებები და შინაარსის განხსვავებული კლასიფიკაცია კოლექციასა და გალერეასაც ახალი სიცოხცლეს შთაბერავს.
გამოფენის მიზანია ექპერიმენტული და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში დაცული კოლექციის ახლებური გააზრება და მათი თანამედროვე პერსპექტივიდან შეფასება, ასევე სახელოვნებო სივრცეებში ინტერაქციების შესაძლებლობების და პერსპექტივების გაჩენა.”- წერია ღონისძიების აღწერაში.
,,ნიკლას მიმალვა” 19 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაისხნება და გამოფენის დათვალიერება 25 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
პროექტი დაფინანსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო-ს მიერ კონკურსის “ხელოვნებაში ექსპერიმენტული ინოვაციური პროექტების ხელშეწყობის” ფარგლებში.