,,ომის დღიურები” – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ჟურნალისტმა ლია ხარაბაძემ გამოსცა.
,,ომის დღიურების წარდგნება ქუთაისში, 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე,ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება.
წიგნი აფხაზეთის ომის დროს ომში გაპარული გოგონას მოგონებებს შეიცავს. ეს გოგონა კი თავად ავტორი, ლია ხარაბაძეა. წიგნი დღიურის ჟანრისაა, ავტორის პირველი წიგნია და მან ის მშობლების ხსოვნას მიუძღვნა.
წარდგინებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ უშუალოდ ავტორისგან მოისმინონ ამბები ,,ომის დღიურებიდან”.