წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული
“შემოდგომის წყალტუბო 2019” გაიმართა. სახალხო ზეიმი წელს მეექვსედ და განსაკუთრებით მასშტაბურად ჩატარდა.
ტრადიციულად გამოავლინეს წყალტუბოს საპატიო მოქალქეები. სხვებთან ერთად ეს ტიტული კინორეჟისორს ოთარ იოსელიანს მიანიჭეს.
ის საქართველოს სახალხო არტისტი,საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა.
1962 წელს გადაიღო მცირემეტრაჟიან ფილმი “აპრილი”, ხოლო 1964 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი “თუჯი”, რომელშიც აღწერა მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღე.
ფილმისათვის “გიორგობისთვე” მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის.1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი “იყო შაშვი მგალობელი”, ხოლო 1976 წელს კი რეჟისორმა დადგა “პასტორალი”, რომელმაც ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა.
1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობდა, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. 1984 წელს “მთვარის ფავორიტებმა” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც — “და იყო სინათლე” (1989) და “ყაჩაღები. თავი VII” (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „In vino veritas!“, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი “შანტრაპა”.