წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, უკვე ტრადიციად ქცეული სახალხო
დღესასწაული “შემოდგომის წყალტუბო 2019” გაიმართა. სახალხო ზეიმი წელს მეექვსედ და განსაკუთრებით მასშტაბურად ჩატარდა. ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებების ნახვის საშუალება მიეცათ. ასევე,
ქალაქის ცენტრში მოწყობილ პავილიონებში ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინა, წარმოდგენილი იყო წიგნების, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, მოწყობილი იყო საბავშვო სივრცეები და მოეწყო თეატრალიზებული სანახაობები.
“შემოდგომის წყალტუბო 2019”-მა ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 139 – ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსაც უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მწერლის ბიუსტი გაიხსნა.
სახალხო დღესასწაულზე წყალტუბოს საპატიო მოქალაქის ტიტულის მინიჭების ცერემონიაც გაიმართება.
დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ლელა წურწუმიამ, მაკა ზამბახიძემ და ჯგუფმა “ნონ სტოპი” მიიღეს.