ქუთაისის ოპერის თეატრში (სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე)
საიუბილეო ღონისძიებები იწყება. პირველი კონცერტი დღეს, 25 სექტემბერს გაიმართება. ოპერის მოყვარულები ბარიტონ გოჩა აბულაძეს და ავსტრალიელ ტენორს ალდო დი ტოროს მოუსმენენ. შესრულდება დასავლეთევროპელი კომპოზიტორების შედევრები.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორი: რევაზ ჯავახიშვილი.
კონცერტი 19 საათზე დაიწყება.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ოპერაში ზაქარია ფალიაშვილის ,,დაისის” განაახლებაზე მუშაობენ. განახლებულ წარმოდგენას ოპერის მოყვარულები 27 დეკემბერს, ოპერის თეატრის 50-ე იუბილეზე იხილავენ.