ევრიპიდეს “ჰეკაბე” თბილისში, რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიდგმება.
მესხიშვილის თეატრი ნამუშევარს 2 ოქტომბერს დედაქალაქში წარდგენს.
სპექტაკლის ჩვენება, რომლის რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანია, რუსთაველის თეატრში, 20:00 საათზე დაიწყება.
“ჰეკაბე” ქართული თეატრის ისტორიაში პირველად ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე მიმდინარე წელს დაიდგა. “ჰეკაბე”-ს მიშა ჩარკვიანისეული თხრობა ყველა იმ პრობლემას ეხმიანება, რომელზეც ხმამაღლა ლაპარაკი და რეაქცია საზოგადოებისთვის სამოქალაქო ღირსებად და ვალდებულებად იქცა. ერთმოქმედებიანი ტრაგედია მამაკაცების ტუალეტში იწყება და სრულდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე