წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ფოტო-კონკურსს
,,შემოდგომის წყალტუბო” ჩაატარებს. კონკურსში მონაწილეობა წყალტუბოში მცხოვრებ ნებიმერს მსურველს შეუძლია. ასაკი შეზღუდული არ არის.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 5 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ფოტო (1-3) ზომით A4 უნდა წარადგინოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში.
გამარჯვებული გამოვლინდება 26 სექტემბერს და დაჯილდოვება გაიმართება გალა კონცერტზე.
კონკურსი სახალხო დღესასწაულ “შემოდგომის წყალტუბო”-სთან დაკავშირებით ჩატარდება.