ეროვნული დრამატურგიის მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა თავიანთი წარმოდგენა საქართველოს სახალხო არტისტის ანზორ ხერხაძის ხსოვნას მიუძღვნეს.
,,იქ, სადაც ჩემი სახლია!..” – მსახიობებისთვის თეატრია სახლი, სადაც ცხოვრების უმეტეს დროს ატარებენ!
ასე იყო ბატონი ანზორისთვის, ასეა დღესაც,”-ნათქვამია მესხიშვილის თეატრის განცხადებაში.
ფესტივალი 14 სექტემბერს, ახალციხეში გაიმართა.
მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის, აკაკი ხორავასა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ანზორ ხერხაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფოტო: მესხიშვილის თეატრი