ქუთაისში ილია ჭავჭავაძის პორტრეტული ბარელიეფი რეაბილიტირდება. ქალაქის მერიამ
სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24 ათას 186 ლარია.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ილია ჭავჭავაძის პორტრეტული ბარელიეფი რამდენიმე თვის წინ დააზიანეს.
სატენდერო წინადადებების მიღება 1 სექტემბერს დაიწყება და 4 სექტემბერს დასრულდება.
ფოტო: kutaisipost.ge