ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული თეატრის მოსაწყობად
პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა. პროექტის შესადგენად მერიამ 10 ათასი ლარი გამოყო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო თეატრის საორიენტაციო ფართობი უნდა იყოს 450-500 კვ.მ; საპროექტო თეატრი გათვლილი უნდა იყოს 80 მაყურებელზე; უნდა მოეწყოს ორი საგრიმიორო (თავისი სველი წერტილებით); დარბაზის სველი წერტილი; მაყურებელღა სავარძლები არ უნდა იყოს ფიქსირებული კონკრეტულ ლოკაციაზე; უნდა მოეწყოს წყალმომარაგების, სანიაღვრე და წყალსარინების სისტემები; გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია; სახანძროუსაფრთხოება; შენობის შიგა და გარე პერიმეტრის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა; უნდა დამონტაჟდეს თეატრის ფართობისა და აკუსტიკის შესაბამისი გახმოვანებისა და განათების სისტემა; საშტანგეტე სისტემა;
შენობის ფასადის გაფორმება უნდა მოხდეს ეტაპის ფორმის ვაგონის ვიზუალში.
სატენდერო წინადადებების მიღება 26 აგვისტოს იწყება და 29 აგივსტოს მთავრდება.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრის მშენებლობა გვირილობის დღესასწაულზე დააანონსა.