ქუთაისში “მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის” საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
მასში მონაწილეობას MISA-ს სოლისტები: ი. ლომთათიძე, ს. სანებლიძე, ლ. თოთაძე, ე. ნიკოლაძე და საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი მიიღებენ. კონცერტს დირიჟორი გიორგი რევიშვილი უხელმძღვანელებს. შესრულდება მოცარტის, გრიგის, სარატეს, რახმანინოვისა და პროკოფიევის ნაწარმოებები.
ღონისძიება მესხიშვილის თეატრში, 19 ივლისს, 19:00 საათზე დაიწყება.
“მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია” MISA დაარსდა 2015 წლის მაისში და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ცნობილი მუსიკოსები იღებენ მონაწილეობას.
“მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია” აერთიანებს კლასიკური მუსიკის სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე ახალგაზრდებს, რათა მათ გაუზიარონ ერთმანეთს იდეები და განავითარონ პროფესიული უნარები.