ივლისის თვეში ქუთაისის თოჯინების თეატრი წარმოდგენებს მესხიშვილის
თეატრში გამართავს. სპექტაკლები შემდეგი განრიგით ჩატარდება:
13 ივლისი, შაბათი
“კარლსონი და ბიჭუნა”
რეჟისორი: დავით ჯიშკარიანი
დასაწყისი: 12:00 საათი;
14 ივლისი, კვირა
,,ღორმუცელა”
რეჟისორი: ლევან გაბრიჭიძე
დასაწყისი 13:00 საათი;
20 ივლისი, შაბათი
,,გულადი ფისო”
დასაწყისი: 12:00 საათი.
რეჟისორი:კახაბერ გოგოლაშვილი;
21 ივლისი,კვირა.
,,რწყილი და ჭიანჭველა”
დასაწყისი: 13:00 საათი.
რეჟისორი: ლევან გაბრიჭიძე;
27 ივლისი შაბათი
,,ცისფერი კოცონი”
დასაწყისი: 12:00 საათი.
რეჟისორი: ეკატერინე სირაძე;
28 ივლისი კვირა
,,შვლის ნუკრი”
დასაწყისი: 13:00 საათზე.
რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილი.
თოჯინების თეატრში რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები, სავარაუდოდ, ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს.
შენობაში დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა. ასევე, გამოიცვლება სცენის განათება-გახმოვანება, მოეწყობა თეატრის ეზო.
რეაბილიტაციისათვის კულტურის სამინისტრომ 534 655 ლარი გამოყო.