მესხიშვილის თეატრის მსახიობები პერფორმანსს “ისწავლე თავისუფლება” გამართავენ.
მსახიობები საქართველოს კონსტიტუციის თეატრალურ კითხვას მოაწყობენ. იდეის ავტორი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძეა.
პერფორმანსში მონაწილეობენ მსახიობები: ინგა კაკიაშვილი, გიო ჩაჩანიძე, დათო გაჩეჩილაძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, ნანა ცხვირაშვილი, ნანუკა კუპატაძე, ანა ჩოგოვაძე, გიგა მიქაძე, ნინო აბესაძე, გიორგი ქართველიშვილი და გიგა აბულაძე.
პროექტის მეგობრები არიან რეფლექტორი/ღეფლეცტორ და რეპ მოძრაობა “მოხეტიალეები”.
პერფორმანსი დღეს, 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო 18:00 საათზე თეატრის წინ ბანერი მოიხატება წარწერით ისწავლე თავისუფლება! იკითხე კონსტიტუცია!”