Adjaranet-ისა და Cinemania-ს “კინობასი” მუნიციპალიტეტებში
ერთი დღით კინოთეატრების მოწყობას აგრძელებს. 3 ივლისს “კინობასი” ხარაგაულში, ხოლო 8 ივლისს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩავა, სადაც ფილმს “ვარსკვლავის დაბადება” უჩვენებენ. ფილმის ჩვენება კულტურის ცენტრის ეზოში, 20:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
“კინობასი” იმერეთის მუნიციპალიტეტებს შემდეგი განრიგით ესტუმრება: ზესტაფონი – 4-5 ივლისი; საჩხერე – 9-10 ივლისი; თერჯოლა – 11-12 ივლისი; წყალტუბო – 17-18 ივლისი; ხონი – 25 ივლისი; სამტრედია – 26 ივლისი.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე