აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელოვნებო
კვირეული გაიხსნა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში აწსუ სტუდენტთა და თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული, ისე კალიგრაფიული ნამუშევრები.
კვირეულის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.
სახელოვნებო კვირეული 12 ივნისს დასრულდება.