ვანის სახალხო თეატრმა მესხიშვილის თეატრში სპექტაკლი “ემიგრანტები” წარადგინა.
სპექტაკლი, რომლის რეჟისორი ლაშა ლომჯარიაა, სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვითაა დადგმული.
,,ემიგრანტები” 40 წლის წინ დაიწერა და უამრავჯერ დაიდგა სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე. იგი საზოგადოებას დღემდე მიანიშნებს ადამიანის მარტოობასა და ტრაგიზმს არასასოამოვნო, უცხო გარემოში.
სპექტაკლის ჩვენება “თეატრალური იმერეთი 2019”-ის ფარგლებში მოეწყო.