საგამოფენიო დარბაზში “ვარლა” გაიმართა “მქარგველთა და ხელმარჯვეთა” ასოციაციის
წევრების გამოფენა. წარმოდგენილია 20 მქარგველის ნამუშევარი სხვადასხვა სტილსა და მიმდინარეობაში.
“ვქარგავ ბავშობიდან, ინტენსიურად ქარგვა 4 წელია განვაახლე. ვქარგავ ჯვარედინი სტილით, თუმცა მაქვს წყალქარგვის სტილშიც. ესენია პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი. აქ გამოფენილია 9 ნამუშევარი”,- ამბობს ნანა ფრუიძე.