“გვირილობის” დღესასწაულზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ,
ქუთაისის მაჟორიტარ დიმიტრი მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიასთან ერთად, როგორც ღვაწლმოსილ, ასევე საპატიო ქუთაისელები დაასახელა და მათ შესაბაიმისი საჩუქრები გადასცა.
ერთ-ერთი მათგანი, ვისას ქუთაისის საპატიო მოქალაქის სტატუსი ერგო მესხიშვილის თეატრის მსახიობი დავით როინიშვილია.
მსახიობი 1989 წლიდან მესხიშვილის თეატრის მსახიობია. მნიშვნელოვანი როლებია: აბდია – ლ. სანიკიძე “იქმენინ საქართველო” (რეჟ. ლ. სვანაძე).
სციპიონი – ა. კამიუ “კალიგულა” (რეჟ. ლ. სვანაძე), აბესალო – დ. კლდიაშვილი “ირინეს ბედნიერება”(რეჟ. ო. ბაღათურია), ბაჩა – ლ. თაბუკაშვილი “მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი?!” (რეჟ. გ. იაშვილი), კრეონტი – ჟან ანუი “ანტიგონე” (რეჟ. თ. მარჯანიშვილი), ჟოზეფინა – ბ. უაილდერი” ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” (რეჟ. გ. სიხარულიძე).
მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. რამდენჯერმე დასახელდა მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად. გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმსა და ტელესერიალში.
საპატიო მოქალაქეობა ასევე მიანიჭეს პოეტ ტარიელ ხარხელაურს, მწერალ გურამ დოჩანაშვილს, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილს, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტს რამაზ კუბლაშვილს, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებს: დავით როინიშვილსა და ვაჟა ოღრეშიძეს, ბიზნესმენებს: თენგიზ აბესაძესა და ბეჟან ახვლედიანს, სამედიცინო სასწავლებლის დირექტორი დავით ჭაჭიაშვილს.