გურამ დოჩანაშვილი ქუთაისში ვეღარ ჩამოვა. მწერალს 2 მაისს “გვირილობის”
დღესასწაული უნდა გაეხსნა. 3 მაისს კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მკითხველთან შეხვდრა უნდა გაემართა. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” უნივერსიტეტში განუცხადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მწერალ გურამ დოჩანაშვილთან დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.
მწერალთან შეხვედრა სავარაუდოდ სექტემბერში გაიმართება.
წელს ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი 80 წლის გახდა. ის 1939 წელს თბილისში დაიბადა. პოპულარობა პირველივე მოთხრობების გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა. მწერალს ყველაზე დიდი აღიარება კი, რომანმა “სამოსელი პირველი” მოუტანა.
გურამ დოჩანაშვილი ახლაც მუშაობს ნაწარმოებზე “ბრმადყოფილზე და…”. სამ წიგნად შექმნილი მხატვრული ნაწარმოების მესამე ნაწილი სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოვა.