2 მაისს ქუთაისში, “გვირილობის” დღესასწაულს მუსიკალური
პროექტი დახურავს. კონცერტი “ალტერ ორკესტრისა” და სოლისტების მონაწილეობით გაიმართება.
დირიჟორია მირიან ხუხუნაიშვილი, მუსიკალური ვერსიების ავტორია მიხეილ მდინარაძე.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ : გიორგი მეფისაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, მიხეილ ჯავახიშილი, მაია ბარათაშვილი, სალომე ბაკურაძე, სალომე კორკოტაშვილი, სოფო გელოვანი, ეკა დოლიძე, თემო საჯაია, ნოდიკო ტატიშვილი.
მუსიკალური პროექტი, “მთელი საქართველო ქუთაისში”, 2 მაისს, 20:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”