ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოგაზურთა კლუბი “ყველა-ფერი ” გვირილობის
დღესასწაულს სალაშქრო ატრიბუტიკით შეუერთდება. იმიტირებულ ლაშქრობაზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ლაშქრობის სპეციფიკას გაეცნონ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაეღონ.
“დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე გვექნება ლაშქრობის იმიტირებული აქტივობა : კარვები,ჰამაკები და სხვადასხვა საინტერესო სიტუაცია. შეგიძლიათ, დღის ნებისმიერ დროს გამოხვიდეთ და ჩვენთან ერთად დაისვენოთ.”- აცხადებენ ორგანიზატორები.
იმიტირებული ლაშქრობა, რომელის მიზანიც ახალგაზრდებში ბუნების სიყვარულის გაღვივება და ლაშქრობის წესების შესწავლაა, “გვირილობის” დღესასწაულზე მეორედ გაიმართება.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”