ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, “გვირილობის” დღესასწაულის გაიმართება.

პირველი ღონისძიება დილის 10 საათზე, ბაგრატის ტაძრის ეზოში მოეწყობა, ხოლო დღის ბოლოს გალა-კონცერტი გაიმართება.

პროგრამა, რომელიც ქუთაისის მერიამ რადიო “ძველ ქალაქს” მიაწოდა ასეთია: 

10:00
ბაგრატის ტაძრის ეზო
ქუთაისის დალოცვა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს მიერ

10:00
სასტუმრო ,,ბაგრატი 1003″”
დიპლომატიური კორპუსის მიღება

10:30
სამი ოთარის ძეგლის პატივგება

11:00
ყვავილების გამოფენა-გაყიდვა
ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
ჭადრაკი

12:00
ცენტრალური ბაღი. კოლონების მიმდებარე ტერიტორია
ქალაქის დღესასწაულის ოფიციალური გახსნა. სპეციალური სტუმარი – მწერალი გურამ დოჩანაშვილი
მომავლის თეატრის ,,ცისფერყანწელები”” პერფომანსი ,,ისწავლე თავისუფლება””

12:00
ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორია.კოლონების მიმდებარე ტერიტორია
ააიპ ქ.ქუთაისის “კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება
• ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის გამოფენა
• გ.მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა
• სამუსიკო სკოლებისა და ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა გუნდების კონცერტი
• საქართველოს მქარგავთა და ხელოვან შემოქმედთა ასოციაციის გამოფენა
მიძღვნილი ,,გვირილობის”” დღესასწაულისადმი (,,თიბისი ბანკის”” საგამოფენო სივრცე)

12:30
მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისური სალონური ცხოვრების ამსახველი კუთხე – ქალაქური ფოლკლორის შემსრულებელი მუსიკოსების მონაწილეობით: ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, დები აბულაძეები, ,,ჩვენი კვარტეტი””.

12:30
მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია
ფემინისტების პავილიონი. ქართველი ცნობილი მწერალი ქალების ფემინისტური პერფომანსი

12:00-დან
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეზო
გამოფენა ,,საქართველო იწყება აქ””

13:00-დან
პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია
ლიტერატურული პავილიონი -სახელოსნო 5 ცნობილი ქართველი მწერლის მონაწილეობით

13:00 -დან
ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი
სახვითი ხელოვნების პავილიონი
მე-19 საუკუნის 3 ქუთაისელი მხატვრის ნამუშევრების რეპროდუქციების გამოფენა
იაკობ ნიკოლაძის ქანდაკების 3 განზომილებიანი ჰოლოგრამის წარმოდგენა

13:30
ქ. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა
ქუთაისის ,,საპატიო მოქალაქისა”” და ,,ღვაწლმოსილი ქუთაისელის”” წოდებაზე წარდგენილ პირთა დაჯლდოების საზეიმო ცერემონია

13:30
წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია
გამოფენა – ცოცხალი სურათები ქართულ-ფრანგულ მოტივებზე მსახიობების მონაწილეობით.

14:00
ჯომარდობა მდინარე რიონზე

14:00-დან
“ქუთაისობის აღნიშვნა მუხნარის ტყეში” – იმერეთის რეგიონში შემავალი რაიონების წარმომადგენლებთან ერთად
• ეთნოგრაფიულ კუთხეებში ადგილობრივი ოსტატების მიერ დამზადებული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოდგენა, ღვინის დეგუსტაცია. კონცერტი მუნიციპალიტეტების ხალხური ანსამბლების მონაწილეობით.
• ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებები: ძალისმიერი სამჭიდი, მკლავჭიდი, კარატე, ტაეკვანდო, უშუ,შავფაროსნები, ფარიკაობა, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი.
ქვარიანის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

13:00
ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
გამოფენა ,,არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა””

13:00- დღის ბოლომდე
საბავშვო ატრაქციონების სივრცე ოპერის თეატრის ტერიტორიის მიმდებარედ

14:00
“ლჯ და კო- ტუბერკულიოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი რეაბილიტირებული ტუბერკულიოზის დეპარტამენტის გახსნა

20:00
დ.კაკაბაძის გალერეის მიმდებარე ტერიტორია
დ.კაკაბაძის ნამუშევრების ანიმაციური ვიდეო-რგოლის ჩვენება

20:00
ცენტრალური მოედანი
მუსიკალური პროექტი ,,მთელი საქართველო ქუთაისში ,,ალტერ ორკესტრის”” და სოლისტების მონაწილეობით; დირიჟორი – მირიან ხუხუნაიშვილი. მუსიკალური ვერსიების ავტორი – მიხეილ მდინარაძე.
მონაწილეობენ: გიორგი მეფისაშვილი; გიორგი სუხიტაშვილი; მიხეილ ჯავახიშვილი;მაია ბარათაშვილი; სალომე ბაკურაძე; სალომე კორკოტაშვილი;სოფო გელოვანი;ეკა დოლიძე; თემო საჯაია; ნოდიკო ტატიშვილი.

DJ  Zapa

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *