ქუთაისში, ამერიკულ კუთხეში მსოფლიო კინოს 5-დღიან შემეცნებითი პროგრამა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მსურველებს ამერიკული, საბჭოთა, რუსული, ევროპული და აზიური ფილმების ნახვა შეუძლიათ.
დღეს აუდიტორიამ ტომას ვინტერბერგის სურათი “ნადირობა” იხილა. როგორც კინომცოდნე თამთა თურმანიძე აცხადებს, ფილმი საზოგადოებრივ ბულინგს ეხება, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ცილისწამების მსხვერპლი აღმოჩნდეს და ამ დროს არ დაკარგოს საკუთარი ღირსება.
“პროექტის მზიანია, რომ კინოს საშუალებით ვისაუბროთ ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, ინდივიდუალიზმი. საშუალება გვაქვს, კონკრეტული პრობლემები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე განვიხილოთ. განვიხილეთ ცივი ომი, საბჭოთა იდეოლოგიის გავლენა და სხვა,”-აცახდებს თამთა თურმანიძე.
ფილმის ჩვენების შემდეგ ეწყობა დისკუსიაც.
კვირეულის ორგანიზატორია ქუთაისის ამერიკული კუთხე.
5-დღიანი პროგრამა 19 აპრილს, აზიური ფილმის ჩვენებით დასრულდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე