დიზაინერი ელისო გეგენავა სხვადასხვა სახის აქსესუარებს
12 წლიდან ამზადებს. ის მრავალფეროვან ნამუშევრებს, ქმნის თუმცა ამჯერად ყურადღება მისმა ახალმა ხაზმა მიიქცია. რამდენიმე კვირის წინ საკუთარ ნამუშევრებს ანტისაოკუპაციო თემაზე შექმნილი აქსესუარები დაუმატა.
“თავდაპირველად ჩანთა მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით გავაკეთე. შემდეგ აღმოჩნდა, რომ დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ იქნება სერიული წარმოება.”- განაცხადა ელისო გეგენავამ.
ჩანთების გარდა ის ყელსახვევებსაც დაამზადებს, რომლებზეც ასევე დატანილი იქნება წარწერა “Russia Occupant” .
ელისო გეგენავა დამოუკიდებლობის დღისათვის ქუთაისში მასშტაბური კოლექციის წარსადგენად ემზადება.
“26 მაისისთვის ვაპირებ უფრო დიდი კოლექცია გავაკეთო. ასევე ვგეგმავ საოკუპაციო ხაზთან პერფორმანსის მოწყობას, თუმცა მანამდე ეს პერფორმანსი ქუთაისში გაიმართება.”- ამბობს ელისო გეგენავა.
დიზაინერი ელისო გეგენავა