“მემეგობრე შენც” – ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები სასკოლო ბულინგის შესახებ
გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი თავიანთ ნამუშებრებს თბილისში წარადგენენ. პროექტისათვის მზადება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებთან ფსიქოლოგი ნინო კილაძე მუშაობდა, რომელმაც მათ ბულინგის მავნებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“სამწუხაროდ, საზოგადოებაში აგრესიულმა ფორმებმა იმატა. მუდმივად გვესმის ქუჩაში, ტელევიზიით, სოციალურ ქსელში ოჯახში ძალადობისა და ჩაგვრის ფაქტები. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ამ პრობლემას შევეხოთ და დავინახოთ პოტენციური მსხვერპლის პერსპექტივიდან,”-აცხადებს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.
ბულინგზე შექმნილი ნამუშევრების გარდა, სტუმრებს შეეძლებათ წლის განმავლობაში მოსწავლეების მიერ შექმნილი სხვა თემატური ნამუშევრები დაათვალიერონ.
გამოფენა თბილისში, სამხატვრო აკადემიაში, 20 აპრილს, 16:00 საათზე გაიხსნება.