ქუთაისის ოპერის თეატრში სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. როგორც რადიო
“ძველი ქალაქისთვის” გახდა ცნობილი სარემონტო სამუშაოები მაისში უნდა დაიწყოს.
“მიმდინარე წლის 27 დეკემბერს ოპერის თეატრს უსრულდება 50 წელი. ამასთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ შეგვპირდა, რომ გარემონტდება ოპერის თეატრის ფოიე.” – განაცხადა განაცხადა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ.
რა თანხა დაიხარჯება ქუთასის ოპერის თეატრის ფოიეს გასარემონტებლად ჯერჯერობით უცნობია.
ოპერისა და მესხიშვილის თეატრების რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ქუთაისში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზდენტმაც ისაუბრა. “იმედი მაქვს, რომ მესხიშვილისა და ოპერის თეატრებს ეშველება. ვიცით, რომ ეს დაკავშირებულია საკმაოდ დიდ თანხებთან, მაგრამ ამაზე თუ არ ვილაპარაკეთ არაფერი მოხდება. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის სიტყვა ცოტა მძიმე იქნება ამ მიმართულებით”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”