ქუთაისის ოპერის თეატრს მუსიკალური საკრავების შესაძენად თანხა გამოუყვეს. როგორც რადიო
“ძველ ქალაქს” ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ განუცხადა, მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მათ 350 ათასი ლარი გამოუყო.
“ინსტრუმენტების შესაძენად სამინისტრომ 350 ათასი ლარი გამოგვიყო. ჯერჯერობით არაა განსაზღვრული ეს თანხა რომელი ინსტრუმენტების შესაძენად დაიხარჯება. ამას დირიჟორთან ერთად უახლოეს ხანებში გადავწყვეტთ. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროსგან ასეთ სახის დახმარება მივიღეთ”.- განაცხადა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ.
ქუთაისის ოპერის თეატრში მუსიკალური საკრავები ბოლოს 2010 წელს განახლდა. თუმცა მაშინ მხოლოდ ნაწილი, ჩასაბერი ინსტრუმენტები, განაახლეს.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”