ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისათვის
ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს.
ტენდერი ჯერ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისათვის საჭირო სატენდერო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადდება. თანხის ზუსტი რაოდენობა უცნობია.
რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია რომ წელს დაიწყება, ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.