ქუთაისელი მხატვარი ლია უკლება საკუთარ
ნახატებს სოციალურად დაუცველი აბიტურიენტის დასახმარებლად ჰყიდის. მხატვარმა გასაყიდად სამი ნახატი გამოიტანა :- “მაღაროელი ბავშვი”, “არჩევნების ღამე” და “საკერავი და სხვა მანქანები”. აქედან “არჩევნების ღამე” უკვე გაიყიდა.
“ამ ყველაფერის ინიციატორი გივი ავალიანია. ერთი ნახატი გაიყიდა. შემოსული თანხით სოციალურად დაუცველ აბიტურიენტს, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, დავუქირავებთ მასწავლებელს. თუ სხვებიც გაიყიდა ან ისევ ამ ბავშვს მოვახმართ ან სხვა შეჭირვებულს დავეხმარებით. რაღაც მომენტში გულდასაწყვეტია, როდესაც ნახატი სახლიდან მიდის, მაგრამ თუ კი ამას შეუძლია უფრო მეტი სიხარული მიანიჭოს ვისაც ამით ეხმარები, მაშინ აღარაა გულდასაწყვეტი”,- ამბობს მხატვარი ლია უკლება.
საკერავი და სხვა მანქანები, ზომა – 60/80 ტილო/ზეთი. ფასი: 2500 ლარი.
მაღაროელი ბავშვი, ზომა – 80/100, ტილო/ზეთი, ფასი: 2000 ლარი.