წყალტუბოში ნაძვის ხე თოვლის ბაბუამ
ბავშვებთან ერთად 22 დეკემბერს აანთო. საზეიმო კონცერტი ტრადიციულად ფოლკლორული ანსამბლის ,,ნადურის”” მიერ შესრულებული ,,მრავალჟამიერით” გაიხსნა.ალტუბოს მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებებით მოირთვება ქალაქის შემოსასვლელი, ცენტრალური პარკი და საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის”” მიმდებარე ტერიტორია. საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრამდე გაგრძელდება.
ნაძვის ხე იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში უკვე მორთეს. ქუთაისში კი ღონისძიება 28 დეკემბერსაა დაგეგმილი.
ფოტო: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია