ქუთაისში საახალწლო გალა კონცერტისთვის

სცენის, განათებისა და გახმოვანების აპარატურის დამოტნაჟებისთვის 23 000 ლარია განკუთვნილი.შესაბამისი ტენდერი უკვე მერიამ უკვე გამოაცხადა. გალა კონცერტი ტრადიციულად ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

სცენის მოსაწყობად სატენდერო წინადადებების მიღება 14 დეკემბერს დაიწყება და 17 დეკემბერს დასრულდება.

რაც შეეხება გალა კონცერტის პროგრამას, ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას ჯერჯერობით უცნობია. სახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის ტენდერი ცალე იყო გამოცხადებული. ამ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. Funday Entertainment-მა მერიას 42 ათას 995 ლარის ნაცვლად 36 ათას 840 ლარი შესთავაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინადადების შერჩევა/შეფასება.

ფოტო: არქივი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *